|
2026-07-23 09:35:24, 1347 ნახვა
საზოგადოება
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
“ძალიან შევწუხდი და განვიცდი”, – უთხრა ნოდარ დუმბაძის შვილმა, მწერალთა კავშირის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ ნეტგაზეთს ონისე ოქრიაშვილზე ქუჩაში ფიზიკური თავდასხმის კომენტირებისას. მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ თოფურიძე, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი,“ - წერს ნოდარ თოფურიძე. ცნობისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხნენ. ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მას გამოკვლევებს უტარებენ. მისმა მეუღლემ, მარიამ სამუშიამ მედიასთან აღნიშნა, რომ პირებმა ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ოქრიაშვილს უთხრეს "შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო?! ამ ამბავს თავად ონისეც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას აშავებენ, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ეზიზღება ნოდარ დუმბაძე, ანუ ის, ვინც შეუძლებელია გეზიზღებოდეს.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)