|
2026-07-22 18:49:41, 1610 ნახვა
პოლიტიკა
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
პენ საქართველოს ჟურნალისტ ვახო სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვახო სანაიას საქმე სცილდება ერთი ჟურნალისტის უფლებების დარღვევის ფარგლებს და ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელიც მიზნად ისახავს მთელი საზოგადოების დაშინებას. განცხადება სრულად: "დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტისებისთვის. რეპრესიული განაჩენებით ცნობილმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ ჩათვალა, რომ ჟურნალისტი შეურაცხყოფდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და პარლამენტარს – ლადო ბოჟაძეს. პენ საქართველო მკაცრად გმობს სასამართლოს განაჩენს და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტისთვის (და ნებისმიერი მოქალაქისთვის) თავისუფლების აღკვეთა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრების გამო გამოხატვის თავისუფლების უხეში შეზღუდვაა და კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება კრიტიკული აზრის მთლიანად მოსპობას. თავისუფალ სახელმწიფოში კრიტიკული აზრი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების, საჯარო ინსტიტუტებისა და სასამართლოს მიმართ გამოთქმული მწვავე შეფასებები არ შეიძლება გახდეს ადამიანის დასჯის საფუძველი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისჯება ჟურნალისტი, რომელიც მიზანიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაა. ვახო სანაიას საქმე სცილდება ერთი ჟურნალისტის უფლებების დარღვევის ფარგლებს. ის ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის დასჯას, არამედ მედიის, მწერლების, ხელოვანებისა და მთლიანად საზოგადოების დაშინებას. როდესაც სახელმწიფოს პასუხი სიტყვაზე პატიმრობა ხდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცენზურა დამკვიდრებულია. ცენზურა კონკრეტული ადამიანების დევნით იწყება, მაგრამ მისი მთავარი მიზანია თვითცენზურის გაჩენა, ანუ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები თავად ერიდებიან კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმას რეპრესიების შიშით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას. PEN საქართველო სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, მწერალს, ხელოვანსა და მოქალაქეს, რომლებიც დღეს საქართველოში თავისუფალი სიტყვის დაცვისთვის იდევნება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)