|
2026-07-22 17:15:48, 2051 ნახვა
საზოგადოება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ სამშაბათს დაადასტურა, რომ მისმა ტესტირების ფაზაში მყოფმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ დამოუკიდებლად გატეხა სხვა ხელოვნური ინტელექტის კომპანია. OpenAI-მ შემთხვევას „უპრეცედენტო კიბერინციდენტი“ უწოდა. ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Hugging Face-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ აღმოაჩინა შეღწევა მონაცემთა დამუშავების სისტემებში, რომელიც, მათი ვარაუდით, გამოწვეული იყო ავტონომიურად მოქმედი ხელოვნური ინტელექტის აგენტის მიერ. Hugging Face AI მოდელების გაზიარებისა და განვითარების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია. ChatGPT-ის განცხადებით, მისი აგენტი - AI სისტემა, რომელსაც ადამიანის მხრიდან გარკვეული ინსტრუქციის მიღების შემდეგ დამოუკიდებლად მუშაობა შეუძლია - კონტროლირებად გარემოში იტესტებოდა, როდესაც მან პროგრამას სისუსტეები აღმოუჩინა და თავის დაღწევა მოახერხა. სამიზნედ აირჩია Hugging Face და წვდომა მოიპოვა კომპანიის ზოგიერთ შიდა სისტემაზე. უსაფრთხოების ტესტები (ე.წ. „სენდბოქსები“) წარმოადგენს უსაფრთხო და იზოლირებულ გარემოს, სადაც შესაძლებელია მოდელების უნარების დანახვა და შეფასება. ამის ნაცვლად, AI აგენტებმა თავად ამ იზოლირებული გარემოს წინააღმდეგ წამოიწყეს კიბერშეტევა. სისტემიდან გასვლის შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა Hugging Face ტესტში მოთხოვნილი პასუხების სავარაუდო წყაროდ მიიჩნია და მასზე წვდომის მოპოვება სცადა. OpenAI-მ განაცხადა, Hugging Face-თან ერთად აწარმოებდა გამოძიებას. Hugging Face-ის ხელმძღვანელმა, კლემენტ დელანჟმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ „დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ავტონომიურად მოხდა“. 16 ივლისს, ჰაკერული თავდასხმის შესახებ თავდაპირველ განცხადებაში, Hugging Face-მა აღნიშნა, რომ კომპანია კვლავ აფასებდა, დაზარალდა თუ არა მომხმარებელთა ან პარტნიორთა მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდებოდა დაზარალებულ მხარეებს.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)