|
2026-07-21 19:19:42, 1810 ნახვა
საზოგადოება
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს 20 ივლისს თბილისში მოსულ ნალექზე. უწყების განცხადებით, დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ, ხოლო ცალკეულ უბნებში 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი თბილისის დასავლეთ და ცენტრალური ნაწილის ცალკეულ უბნებში დაფიქსირდა. "2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა, სადაც დაახლოებით 8 საათის განმავლობაში 110 მმ ნალექი მოვიდა, რაც ქ. თბილისის მასშტაბით ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, 1 საათში (20.07.23:00-21.07.00:00) ამ რაოდენობის ნახევარზე მეტი 54.5 მმ დაფიქსირდა, რაც თბილისისთვის ივლისის თვის კლიმატურ ნორმას 30%-ით აღემატება. სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ ტაბახმელის სადგურზე 25.07 მმ, ვაშლიჯვარის სადგურზე 55.8 მმ, ბაგების სადგურზე - 75.2 მმ, სოხუმის უნივერსიტეტის სადგურზე - 69.1 მმ, მუხათწყაროს სადგურზე - 87.3 მმ, მცხეთის სადგურზე - 1.5 მმ, ხოლო, აღმაშნებელის გამზირზე მდებარე სადგურზე 95.1 მმ შეადგინა. აღნიშნული მონაცემებით, ნალექი ქალაქის მასშტაბით არათანაბრად გადანაწილდა, რაც კონვექტიური პროცესებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი თბილისის დასავლეთ და ცენტრალური ნაწილის ცალკეულ უბნებში დაფიქსირდა. დღის განმავლობაში ზედაპირული ჰაერის მნიშვნელოვანი გათბობის, ატმოსფეროს ქვედა ფენებში ტენის მაღალი შემცველობისა და ზედა ფენებში შედარებით ცივი ჰაერის შემოჭრის ფონზე ატმოსფეროს ძლიერი არამდგრადობა შეიქმნა. ასეთ პირობებში სწრაფად განვითარდა მძლავრი კონვექტიური ღრუბლები, რომლებმაც მცირე ტერიტორიაზე, დროის მოკლე მონაკვეთში, ინტენსიური წვიმა გამოიწვია. მსგავსი მოვლენების დროს დამახასიათებელია ნალექის ძირითადი ნაწილი რამდენიმე საათში მოსვლა. მოცემულ შემთხვევაში, დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში დედაქალაქის ფარგლებში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ, ხოლო ცალკეულ უბნებში 2.5-ჯერ მეტი ნალექის რაოდენობა მოვიდა. სწორედ ნალექის ასეთი მაღალი ინტენსივობა წარმოადგენს წყალმოვარდნების, ქუჩების დატბორვისა და ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში იზრდება არა მხოლოდ ექსტრემალური ნალექების სიხშირე, არამედ მათი ინტენსივობაც. შესაბამისად, სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე დროში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის, რაც ზრდის უეცარი დატბორვებისა და სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების განვითარების რისკს. გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს და მოსახლეობას ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას მოსალოდნელი სახიფათო მოვლენების შესახებ". - წერს სააგენტო. ცნობისთვის, 20 ივლისს, ღამით თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შქმნა, დაიტბორა ქუჩები.
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
კობახიძე - არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა
გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)