|
2026-07-21 13:24:15, 2105 ნახვა
მსოფლიო
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ, იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობაზე უარი თქვა. ქვეყნის მეთაურის პოსტი მას პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა შესთავაზა. 50 წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე, ტიტულოვანმა მოჭადრაკემ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გავრცელა. პოლგარმა აღნიშნა, რომ პრემიერის შეთავაზებას უდიდეს პატივად მიიჩნევს, თუმცა პოსტის დაკავებაზე უარს ამბობს. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საკუთარ თავში ვერ ხედავს საკმარის ძალას იმისათვის, რომ იკისროს პოლიტიკურად გახლეჩილი საზოგადოების გამაერთიანებლის რთული და ისტორიული მისია. ამასთან, პოლგარმა დასძინა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ დამოუკიდებელ და ავტორიტეტულ კანდიდატს, რომელიც ამ საპატიო ფუნქციას შეითავსებს. პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უკვე განაცხადა, რომ პატივს სცემს დიდოსტატის გადაწყვეტილებას და მას მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებებისათვის. უნგრეთში უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილ პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს თანამდებობის დატოვება მოუხდა. საპარლამენტო უმრავლესობის მქონე მმართველმა პარტიამ, „ტისამ“, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რამაც მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა შეუმცირა. პრემიერ მადიარის ჩანაფიქრით, ვიქტორ ორბანის 15-წლიანი მმართველობის შემდეგ პოლგარის პრეზიდენტად არჩევა საზოგადოებრივი კონსოლიდაციის საუკეთესო გარანტი გახდებოდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)