|
2026-07-20 21:08:45, 4666 ნახვა
საზოგადოება
ლეჩხუმში უნიკალური უძველესი მეტალურგიული კომპლექსი აღმოაჩინეს - ფოტოები
ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოგურაშში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უნიკალური ბრინჯაოს ხანის მეტალურგიული წარმოების კომპლექსი, რომელიც დაახლოებით 3000 წლით თარიღდება. საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, კომპლექსი აღმოაჩინეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა უცხოელ მკვლევარებთან ერთად არქეოლოგიური ექსპედიციის დროს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ლითონის დნობასთან დაკავშირებული ობიექტი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ. XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, წარმოადგენს უძველესი კოლხეთის ტერიტორიაზე დღემდე ცნობილ ყველაზე დიდ ამდაგვარ სახელოსნოს. მკვლევარების ცნობით, კომპლექსი სრულად ასახავს ლითონის წარმოების რთულ პროცესს და ადასტურებს, რომ გვიან ბრინჯაოს ხანასა და ადრეულ რკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და წამყვან როლს თამაშობდა სპილენძის წარმოებაში კავკასიაში. არქეოლოგიურ ექსპედიციას მხარს უჭერს საქართველოს კულტურის სამინისტრო. სამუშაოებს ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული მუზეუმი არქეოლოგიის დოქტორის, ნანა რეზესიძის ხელმძღვანელობით. უძველესი სპილენძის დნობის სახელოსნოების შესწავლას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა ხელმძღვანელობს. გათხრებში ასევე მონაწილეობენ სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან და იტალიიდან. აღმოჩენილი არტეფაქტები უკვე განიხილეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო კომისარმა პაპუნა მარგველაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)