|
2026-07-14 18:44:23, 256 ნახვა
პოლიტიკა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში მოქცეული - ჩვენ რეალურად დავკარგეთ ყველა ის შანსი, რაც ისტორიულად გვქონდა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. „იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა მიდიან წინ, მათთვის ახალი კარი გაიხსნა იმ ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ პროცესში, რომელიც მათ მეტი მშვიდობის და კეთილდღეობისკენ წაიყვანს, მერე ევროინტეგრაციას გახდის შესაძლებელს, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში მოქცეული. ჩვენ რეალურად დავკარგეთ ყველა ის შანსი, რაც ისტორიულად გვქონდა მოცემული, დავკარგეთ მილიარდობით ევრო შემოსავალი, ჩვენი სახელმწიფო და საჯარო სისტემის რეფორმის შანსი, ცივილიზებულ მსოფლიოსთან შეერთების და ამ ოჯახში ყოფნის შანსი, რაც გამოიხატება ეკონომიკურ წინსვლაზე ეფექტებში, თითოეული ქართველის ცხოვრების სტანდარტზე, ჩვენი ქვეყნის არსზე, იდენტობაზე, რაობაზე, მომავალზე. ნაცვლად იმისა, რომ ახლა ვიყენებდეთ ამ შანსს, ვმდიდრდებოდეთ, მივდიოდეთ წინ, ქმედით ნაბიჯებს ვდგამდეთ იმისკენ, რომ საქართველო რეალური მშვიდობის და უსაფრთხოების სივრცეში გაწევრიანდეს, ამ რეჟიმის გამო, ჩვენ ვართ მაჩანჩალა, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცეული, რომელსაც არავითარი პერსპექტივა აღარ გააჩნია ამ პოლიტიკის პირობებში,“ - განაცხადა გეგელიამ.
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)