|
2026-07-14 12:56:35, 2638 ნახვა
საზოგადოება
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს, 14 ივლისს, თბილისის რამდენიმე უბანში გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა 4 600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ აბონენტს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხო დიღმის, დიდი დიღმისა და გლდანის რაიონის ნაწილს. გაზის მიწოდება დროებით შეზღუდული აქვთ როგორც საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მცხოვრებლებს, ისე ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ სამედიცინო, საგანმანათლებლო და კომერციულ ობიექტებს. რომელ მისამართებსა და ობიექტებს შეეხო შეზღუდვა?გაზმომარაგება ავარიულად შეწყდა შემდეგ ლოკაციებზე:
სამედიცინო და სხვა მსხვილი დაწესებულებები, სადაც გაზი გაითიშა:შეზღუდვა შეეხო ლუბლიანას ქუჩასა და აღმაშენებლის ხეივანში განთავსებულ სამედიცინო ცენტრებს, მათ შორის:
ავარიულად გათიშულ ობიექტებს შორის ასევე არიან „თეგეტა მოტორსი“, „მაკდონალდსი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სხვა მსხვილი თუ მცირე ბიზნესები. როდის აღდგება გაზმომარაგება?გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი დღესვე, 14 ივლისს, 11:00 საათიდან დაიწყო და ეტაპობრივად, 20:00 საათამდე დასრულდება. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, უსაფრთხოების მიზნით, ყურადღებით იყვნენ და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს: +995 32 2404004 ან სწრაფი რეაგირების სამსახურს ნომერზე — 114.
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)