|
2026-07-14 11:25:56, 1792 ნახვა
მსოფლიო
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებთან სამთავრობათშორისო კონფერენციების დაწყებამდე განაცხადა. „ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ გაწევრიანების ოთხ კონფერენციას ერთ დღეს ვმართავთ. ოთხი მოწინავე კანდიდატი - უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი და მონტენეგრო წინ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. უკრაინასთან და მოლდოვასთან მე-6 კლასტერს ვხსნით, რაც მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს. ასევე, ეს ეხება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას. ორივე ქვეყანა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში თავის წვლილს შეიტანს“, - განაცხადა მარტა კოსმა. მისი თქმით, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გახსნის ტემპი წევრი სახელმწიფოების პოზიციებზეა დამოკიდებული. „ის, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია დარჩენილი ოთხი კლასტერის გახსნა, დამოკიდებულია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე და წევრ სახელმწიფოებზე. მაგრამ, მაშინაც კი, თუ ცოტა ხნით ლოდინი მოგვიწევს, ტექნიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება“, - აღნიშნა კოსმა. ასევე, კოსის ცნობით, მონტენეგრო გაწევრიანების მოლაპარაკებების რამდენიმე თავს ხურავს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)