|
2026-07-14 11:22:37, 1085 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
საქართველოს ბანკი ინკლუზიური ფინანსური გარემოს განვითარებისა და უსინათლო მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას აგრძელებს. ბანკი ქმნის გარემოს, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ფინანსები დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და სრულფასოვნად მართოს. უსინათლო მომხმარებლებისთვის ფიზიკურ სივრცეებში, ციფრულ სერვისებსა და საბანკო ინფორმაციაზე წვდომის პროცესში არსებული ბარიერები ხშირად ზღუდავდა ფინანსურ მომსახურებაზე დამოუკიდებელ წვდომას. საქართველოს ბანკისთვის ხელმისაწვდომობა მხოლოდ ტექნიკური ადაპტაცია არ არის. ის მომხმარებლის უფლებების პატივისცემის, თანასწორი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური განვითარების განუყოფელი ნაწილია. "ფინანსური ინკლუზია მხოლოდ ფინანსურ სერვისებზე წვდომას არ ნიშნავს. ის ნიშნავს შესაძლებლობას, ადამიანმა დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ფინანსები, მიიღოს გადაწყვეტილებები და სრულფასოვნად ჩაერთოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. სწორედ ამ ხედვით შევქმენით გარემო, სადაც უსინათლო და მცირემხედველ მომხმარებლებს შეუძლიათ საბანკო მომსახურებით დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და ღირსეულად ისარგებლონ. ჩვენთვის ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სერვისების ადაპტაცია. ეს არის იმ ბარიერების მოხსნა, რომლებიც ადამიანებს დამოუკიდებლობას და თანასწორ შესაძლებლობებს უზღუდავდა. გვჯერა, რომ ფინანსური სერვისები ადამიანებს შესაძლებლობებს უნდა უხსნიდეს და არა დამატებით ბარიერებს უქმნიდეს. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ფინანსური ცხოვრება დამოუკიდებლად მართოს“, – განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა. დღეისათვის საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისის თითოეულ რაიონში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია მინიმუმ ერთი სრულად ადაპტირებული ფილიალი, რაც უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის საბანკო მომსახურებაზე დამოუკიდებელ და თანაბარ წვდომას უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ მომხმარებლებმა მომსახურება დამოუკიდებლად და კონფიდენციალურ გარემოში მიიღონ, სრულად ადაპტირებულ ფილიალებში მოწყობილია კერძო შეხვედრების ოთახები. ამ სივრცეებში უსინათლო და მცირემხედველ მომხმარებლებს შეუძლიათ ტექსტის ხმოვანი წაკითხვის პროგრამის გამოყენებით გაეცნონ საბანკო პროდუქტებისა და ხელშეკრულებების პირობებს და დამოუკიდებლად მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. ტაქტილური ბილიკები და სპეციალურად ადაპტირებული ფილიალები კი მათ უსაფრთხო და დამოუკიდებელ გადაადგილებას უწყობს ხელს. საქართველოს ბანკმა საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობა გააფართოვა არა მხოლოდ ფილიალებში, არამედ თვითმომსახურების სერვისებშიც. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უსინათლო პირებისთვის 300 ბანკომატია ადაპტირებული. შემუშავებულია აუდიო ინსტრუქციები, ეკრანის ავტომატური დაბლარვის ფუნქცია და კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული დიზაინი. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ დამოუკიდებლად აწარმოონ საბანკო ოპერაციები და შეინარჩუნონ საკუთარი ფინანსების მართვის სრული კონტროლი. "საქართველოს ბანკის მიზანია, შექმნას ფინანსური გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლოს საბანკო მომსახურებით და მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ ცხოვრებაში“,- განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, ინკლუზიური საბანკო მომსახურება ნიშნავს:
"ჩვენთვის წარმატება არ იზომება მხოლოდ იმით, რამდენად ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენი სერვისებით, არამედ იმითაც, რამდენად შეუძლია თითოეულ მომხმარებელს ამ სერვისებით დამოუკიდებლად, ღირსეულად და თანაბარ პირობებში სარგებლობა. გვჯერა, რომ რეალური ინკლუზია იწყება მაშინ, როდესაც ბარიერები აღარ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს", – განაცხადა ანა ოსაძემ.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)