17:19 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-14 11:19:27, 707 ნახვა

მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორ ნავთობტანკერს დაარტყა, არის მსხვერპლი

არაბთა გაერთინებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანმა მათ ორ ნავთობტანკერზე რაკეტებით იერიში მიიტანა. უწყების ცნობით, დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი ინდოელი მეზღვაური და დაშავდა კიდევ რვა პირი.

საამიროების თავდაცვის უწყების განცხადების მიხედვით, ხომალდ Mombasa-სა და Al Bahiyah-ზე იერიში მიიტანეს მაშინ, როცა ისინი ომანის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ. დაჭრილთა შორის ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია. რვა დაშავებულიდან ექვსი ინდოეთის, ორი კი უკრაინის, მოქალაქეა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული საამიროები იტოვებენ "ამ ესკალაციაზე პასუხის გაცემის სრულ უფლებას".

ირანის ისლამურის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ დაარტყეს ორ ტანკერს, რომლებიც მათ "გაფრთხილებებს უგულებელყოფდნენ" და ცდილობდნენ გაევლოთ "დანაღმულ გზაზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T
კრავჩენკო 5 დღით პარიზში გაემგზავრა
სიკორსკიმ ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინის თავზე რუსული დრონები და რაკეტები ჩამოაგდონ
ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics