|
2016-04-05 18:47:42, 1444 ნახვა
სხვადასხვა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დაგლას ბოლს შეხვდა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის ახალ დირექტორს, დაგლას ბოლს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის საკითხებში ოფიცერიშამენნა გალი და სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა USAID–ის კავკასიის ქვეყნების მისიის დირექტორს აპარატის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და მიგრაციის სამთავრობო სტრატეგია გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ დიასპორის ფენომენის ახლებურ ხედვაზე, მისი, როგორც განვითარების ელემენტის გათვალისწინებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მინისტის აპარატსა და USAID–ს შორის თანამშრომლობის ორ ძირითად მიმართულებაზე: დიასპორის ჩართულობაზე სამოქალაქო განათლების პროგრამებში, როგორც საქართველოში, ისე აშშ–ში და დიასპორულ ობლიგაციებზე და აღნიშნული მიმართულებით USAID–ის ხელშეწყობით ცენტრალური ევროპის ქვეყნებში განხორციელებული პროგრამების გათვალისწინებით შესაძლო თანამშრომლობის მოდელზე. შეხვედრაზე საუბარი, აგრეთვე, შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების თემატიკას, USAID–სა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის არსებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს"საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის" ფარგლებში და აღნიშნულ პროექტში დიასპორელი მეწარმეების თანამონაწილეობას. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა, ნინა მატიაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც დეტალურად იქნა ასახული სამინისტროს უახლესი პროგრამები და პროექტები და USAID–თან უკვე განხორციელებული ღონისძიებები. დაგლას ბოლიმ მადლობა გადაუხადა გელა დუმბაძეს ინფორმაციული და შინაარსიანი შეხვედრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და USAID–ს შორის არსებული მჭიდო თანამშრომლობა, მისი აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)