|
2026-07-10 15:11:37, 1573 ნახვა
საზოგადოება
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
თიბისის მობაილბანკში „საგანძურის მარათონმა“ სტარტიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია. თამაშის დაწყებიდან ათ დღეში, ბარათიშვილების, ხარჯიანების, დოვლათებისა და ანაბარიძეების საგვარეულოებს უკვე 200 000-მდე მოთამაშე შეუერთდა. მონეტების, ლიდერბორდებისა და ფულადი პრიზებისთვის ბრძოლა აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, უკვე 40 გამარჯვებული დაჯილდოვდა - 36-მა მონაწილემ დღის ლიდერის პრიზი დაიმსახურა; ხოლო თითო საგვარეულოდან 4 კვირის ლიდერი გამოვლინდა და 2000–2000 ლარით დასაჩუქრდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ ჯერ კიდევ არ ჩართულხარ „საგანძურის მარათონში“, თამაშის დაწყება ნებისმიერ დროს შეგიძლია. მარათონი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება; ხოლო დღის, კვირისა და თვის ლიდერბორდები ყოველ ახალ პერიოდთან ერთად ახლდება; რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობა აქვს, ფულადი პრიზებისთვის იბრძოლოს. მთავარია, არ დაგავიწყდეს - ყველა დაგროვილი მონეტა მხოლოდ პირად წარმატებას არ ემსახურება. თითოეული მათგანი საგვარეულოს საერთო შედეგსაც ემატება და ზრდის შანსს, რომ სწორედ შენი გუნდი გადავიდეს ფინალში და მთავარი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლოს. „საგანძურის მარათონის“ ენერგიამ მობაილბანკიდან რეალურ სივრცეშიც გადაინაცვლა. წელს, Tbilisi Open Air-ზე სტუმრებს „საგანძურის მარათონის“ სპეციალური კუთხე დახვდათ, სადაც დღის მისიის შესრულების შემდეგ, ბრენდირებულ საჩუქრებს იღებდნენ. ასე რომ, მარათონი ციფრულ სივრცეს გასცდა და ფესტივალის გამოცდილების საინტერესო ნაწილიც გახდა. წინ კიდევ ბევრი მისია, ყოველდღიური და ყოველკვირეული გამარჯვებული და უამრავი მონეტაა. გახსენი თიბისის მობაილბანკი, შეუერთდი შენს საგვარეულოს და გაარკვიე, ვინ მიაღწევს საგანძურამდე პირველი.
ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს
შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი უხელმძღვანელებს, საგამოძიებოს მერაბ გამყრელიძე
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)