|
2026-07-10 10:44:16, 1902 ნახვა
მსოფლიო
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს. ეს განცხადება თურქეთის პროსამთავრობო გაზეთმა „ჰურიეთმა“ გააკეთა. „ჩემი ინფორმაციით, S-400-ები მესამე ქვეყანას მიჰყიდეს. გარიგების შესახებ დღეს გამოცხადდება. S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანაში იგზავნება. გუშინ მიმდინარეობდა სამუშაოები ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად და, როგორც იტყობინებიან, ისინი შუაღამემდე მოგვარდა. ზოგი ამბობს, რომ ეს არაბთა გაერთიანებული საამიროებია, ზოგი კი კატარი; უმჯობესია, ოფიციალურ განცხადებას დაველოდოთ“, - წერს გაზეთის მიმომხილველი აბდულკადირ სელვი. თურქეთის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ პუბლიკაციაზე. ერთი დღით ადრე, იმავე გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარა ეძებდა სამართლებრივ გადაწყვეტას, რომელიც დააკმაყოფილებდა აშშ-ს, რაც მას საშუალებას მისცემდა, მოეხსნა CAATSA-ს სანქციები და დაბრუნებულიყო F-35-ის ახალი თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავების წარმოების პროგრამაზე. საჰაერო თავდაცვის სისტემის სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნისთვის მიყიდვის საკითხი განხილვის პროცესში იყო. თავის მხრივ, Oksijen-მა არაბთა გაერთიანებული საამიროები S-400-ის სავარაუდო მყიდველად დაასახელა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)