|
2026-07-09 20:09:58, 3495 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. მანამდე, ის შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა. ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, თავდაპირველად ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და "ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე" დანიშნეს. ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნობილი პირია მზია ამაღლობელის საქმეში - სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს მან მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავების მომენტი გაიხსენა და თქვა, რომ მზია ამაღლობელმა "მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად დაარტყა", რის შემდეგაც "ტკივილი განიცადა". თავად მზია ამაღლობელი კი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძე მას არაადამიანურად მოექცა ბათუმის პოლიციის შენობაში - სახეში შეაფურთხა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)