|
2026-07-09 16:07:26, 1525 ნახვა
პოლიტიკა
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
Human Rights Watch საქართველოზე მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გარშემო ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მოვლენებს აღწერს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასუსტებლად და დასაშლელად იყენებს რეპრესიულ კანონებს, დაფინანსების შემზღუდავ წესებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის გამოძიებებს. ორგანიზაცია წერს, რომ ახალი კანონები პრაქტიკულად მთელ უცხოურ დაფინანსებას მკაცრ სახელმწიფო კონტროლს უქვემდებარებს, დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ორგანიზაციებს აკისრებს სტიგმატიზებელ „უცხოური აგენტის“ იარლიყს და მათ მძიმე ჯარიმებითა და თავისუფლების აღკვეთით ემუქრება. HRW აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს გაუმართლებელი სამართლებრივი ზომები და უზრუნველყოს, რომ დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ჩარევის გარეშე შეძლონ. გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი რეაგირება, გაზარდონ რეპრესიების პოლიტიკური ფასი, მათ შორის სანქციების გამოყენებით, და სასწრაფოდ გააფართოონ დამოუკიდებელი ორგანიზაციების მხარდაჭერა. „საქართველოს ხელისუფლების მიზანია კრიტიკული ხმების ჩახშობა და ქვეყნის ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დაშლა, და ამ მიმართულებით იგი საგანგაშო პროგრესს აღწევს. ხელისუფლება ქმნის ისეთ სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელი ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ უსაფრთხოდ საქმიანობას, დაფინანსების მოპოვებასა და იმ თემების მხარდაჭერას, რომლებიც მათზე იყვნენ და კვლავაც არიან დამოკიდებული", - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)