|
2026-07-09 13:34:23, 3600 ნახვა
ევროპის ამბები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა დათანხმდა გერმანიას შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების მიყიდვას. გერმანიის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ბუნდესტაგში გამოსვლისას გააკეთა, რასაც Die Ziet ციტი ავრცელებს. მერცის თქმით, ამ რაკეტებს ფედერალური მთავრობა შეიძენს და გერმანიაში განლაგდება. მან დასძინა, რომ ორივე მხარე ამაზე ანკარაში, თურქეთის დედაქალაქში, ნატოს სამიტის ფარგლებში შეთანხმდა. „ჩვენ შევთანხმდით... ანკარაში, ნატოს შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობასთან შევთანხმდით, რომ ამერიკულ Tomahawk-ის რაკეტებს შევიძენთ და გერმანიაში განვათავსებთ“, - თქვა მერცმა. მისი თქმით, ეს თავდაცვაში „მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხარვეზს“ აღმოფხვრის. ამავდროულად, ევროპა საკუთარი სისტემების შემუშავებას და განლაგებას გეგმავს, დასძინა კანცლერმა. მერცმა აღნიშნა, რომ ნატო ტრანსატლანტიკურ ალიანსად რჩება, მაგრამ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოებისთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. Financial Times-მა ადრე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გერმანია აშშ-ზე ზეწოლას ახდენს, რათა გერმანიის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის მეტი წარმოება დაუშვას. წყარომ აღნიშნა, რომ დისკუსიები მოიცავს „ყველაფერს“, რაც ორივე ქვეყანას დაეხმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰაუკის“ რაკეტებისა და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის უახლესი ინტერცეპტორების ერთობლივ წარმოებას, რომელიც ცნობილია როგორც PAC-3. თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დაადასტურა გერმანიაში ამერიკული იარაღის წარმოების გაზრდის გეგმები.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)