|
2026-07-09 13:32:39, 1907 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
„სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას - ტელეკომპანია „იმედის” 26 მაისის „ქარდის“ მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოვლინდა. საუბარია „ქარდზე“, სადაც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელი უახლესი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან მან გაათავისუფლა ქვეყანა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან. „სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ. ბიძინა ივანიშვილი თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ იყო. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე - ამ შიდა მტრების, უსამშობლო ადამიანებისა და აგენტურის უკან რა ძალა იდგა. ეს ერთი ადამიანი გამოვიდა, სრულიად საქართველო დაირაზმა მის ირგვლივ და 2012 წელს ქვეყანა გათავისუფლდა იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდნენ. ბუნებრივია, ეს ფაქტი არ სიამოვნებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ძალებს, რომლებიც ვერ ისვენებენ. მათ სურვილი აქვთ, როგორმე ხელისუფლება შეცვალონ და თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ, რომ შემდეგ მარტივად მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)