|
2026-07-09 11:18:08, 950 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას და ახალი თაობისთვის თანამედროვე პროფესიების შესწავლის შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 18 წლიდან ყველა ადამიანს საშუალებას აძლევს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან დაეუფლოს ბიზნესმიმართულებებს და პრაქტიკულ უნარებს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ონლაინ ფორმატი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, სრულიად უფასოდ მიიღონ ცოდნა და განივითარონ კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები. რამდენიმე წლის განმავლობაში თიბისი კამპუსმა დაამტკიცა, რომ ონლაინ განათლება ეფექტიანი, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მოდელია, ამას იცის ადასტურებს რომ მონაწილეთა 57% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა. დღეს კამპუსს 1000-მდე მონაწილე ჰყავს, ხოლო ბოლო ნაკადი 112-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა. პროგრამა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ თავიანთ ინტერესებზე მორგებული გრაფიკით, იმუშაონ რეალურ ბიზნეს და ტექნოლოგიურ ამოცანებზე და ცოდნა პრაქტიკაში გამოცადონ. თიბისი კამპუსში მსურველები სწავლობენ თანამედროვე და მოთხოვნად მიმართულებებს, როგორიცაა: მარკეტინგი, პროდუქტის მენეჯმენტი, ბიზნეს ანალიზი და პროექტების მართვა. კამპუსი თიბისის ონლაინ განათლების ეკოსისტემის ნაწილია, რომელიც ასევე აერთიანებს ტექსკოლას, IT აკადემიას, ტექ ოლიმპიადების ჰაბსა და სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებს. თითოეული პროგრამა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და გამოცდილების მქონე ადამიანების განვითარებას ემსახურება და ტექნოლოგიური განათლების უწყვეტ გზას ქმნის. პროგრამის პარტნიორია კოლაბი. მისი ჩართულობით სასწავლო პროცესი მაქსიმალურად პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. მონაწილეები ინდუსტრიის პროფესიონალების მენტორობით მუშაობენ რეალურ პროექტებზე, ავითარებენ ანალიტიკურ, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. თიბისი კამპუსის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია სექტემბერში დაიწყება. პროგრამა კიდევ ერთხელ მისცემს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ მიიღონ თანამედროვე განათლება, პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი კარიერის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა.
ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს
შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი უხელმძღვანელებს, საგამოძიებოს მერაბ გამყრელიძე
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)