|
2026-07-08 18:42:40, 2696 ნახვა
მსოფლიო
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც უკვე გამოქვეყნდა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დეკლარაციის თანახმად, ალიანსის ლიდერები ადასტურებენ ურყევ ერთგულებას ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვისა და ტრანსატლანტიკური კავშირის მიმართ. "ერთზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და კოლექტიური ძალა კვლავაც წარმოადგენს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძველს ჩვენი ალიანსის ერთი მილიარდი თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქისთვის. ჩვენ კვლავაც ერთგულნი ვრჩებით შეკავებისა და თავდაცვის 360-გრადუსიანი მიდგომის", - აღნიშნულია დეკლარაციაში. დეკლარაცია რუსეთს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის "გრძელვადიან საფრთხედ" ასახელებს. დოკუმენტში საუბარია:
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი უკრაინას ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ:
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას. კერძოდ, ნატო გეგმავს ინვესტიციების გაზრდას ხელოვნურ ინტელექტში (AI), უპილოტო სისტემებში, კიბერუსაფრთხოებაში, კოსმოსურ შესაძლებლობებსა და ტრანსატლანტიკური სამხედრო ოპერაციების ერთიანი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის (warfighting cloud) შექმნაში. ალიანსის შეფასებით, ეს მიმართულებები აუცილებელია ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად და თანამედროვე საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის. დეკარაციაში ირანიც საფრთხედ არის დასახელებული. განცხადების ბოლოს მოკავშირეები აცხადებენ, რომ:
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)