|
2026-07-08 17:06:08, 1714 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა მოკავშირეებს ახალი სტრატეგიული ინიციატივა წარუდგინა. გეგმის მიხედვით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ევროპის 12 ქვეყანა 50 მილიარდ დოლარზე მეტით გაზრდის „ღრმა ზუსტი დარტყმების“ საშუალებების დაფინანსებას. დიდი ბრიტანეთის ლიდერობით შემუშავებული ეს პროექტი მიზნად ისახავს მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების პოტენციალის მნიშვნელოვან გაძლიერებას. ლონდონის ოფიციალური განცხადებით, ეს ინვესტიცია ალიანსს უახლესი თაობის შეიარაღებით უზრუნველყოფს. ახალი სისტემები მოკავშირეებს მისცემს შესაძლებლობას, უზუსტესი დარტყმები განახორციელონ სამიზნეებზე, რომლებიც მინიმუმ 300-დან 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთმა „თავდაცვაში ინვესტიციის გეგმის“ ფარგლებში უკვე გამოყო 3 მილიარდი ევრო აღნიშნული ტექნოლოგიების შესაძენად, ახალი ინიციატივა კი ქვეყნებს შორის ექსპერტიზისა და სამრეწველო გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს. ბრიტანული მხარე ხაზს უსვამს, რომ პარტნიორებთან ერთად უკვე მუშაობს დახვეწილ თავდაცვით სისტემებზე, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით არსებული საფრთხეების განეიტრალების საშუალებას მისცემს. მთავრობის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მომდევნო წლებში ნატოს უსაფრთხოების განმტკიცებასა და ევროპელი მოკავშირეების კიდევ უფრო მჭიდრო შეკავშირებას ემსახურება. შორი მანძილის სისტემების განვითარების აუცილებლობაზე საუბრისას, დიდმა ბრიტანეთმა მაგალითად უკრაინის გამოცდილება მოიყვანა. ლონდონის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცეს, რომ მსგავს იარაღს შეუძლია ბრძოლის ველზე გარდამტეხი იყოს.
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)