|
2026-07-08 15:06:05, 2331 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა. ჩვენი პარლამენტის წევრები ყოველდღიურად სწორ შენიშვნებს აკეთებენ, მის გამონათქვამებს ობიექტურ შეფასებას აძლევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მარტივად დასანახია, რა დგას მის უკან. „სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აღარ არის საინტერესო ერთი კონგრესმენის ქმედებები, რომელიც დაინტერესებული მხარეა. ნებისმიერი მოქალაქისთვის მარტივად დასანახია, ხელისგულზე ჩანს, რა დგას მის უკან. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს, პირიქით, უნდა ვიყოთ მოტივირებული, დაინტერესებული, „ჩასაფრებული“ მთავრობის ქმედებების, ინიციატივების, გადაწყვეტილებების მიმართ და მოდი, ამაზე ვისაუბროთ. საზოგადოებამ გვაკრიტიკოს იმაზე, რა არ გააკეთა სწორად ან რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას გამოწვევებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)