16:28 - 30 Oct, 2026
|
2026-07-07 21:17:20, 3774 ნახვა
პოლიტიკა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი და რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. ის სოხუმში „დიდი ბავშვთა ფესტივალის ექოს“ გახსნაზე ჩავიდა, რომელიც 6-დან 10 ივლისამდე გაიმართება. ბეზრუკოვი ფართო აუდიტორიისთვის ასევე ცნობილია ალექსანდრე ბელოვის („საშა ბელი“) როლით სერიალ „ბრიგადაში“, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში გავიდა ეთერში. სოხუმში ვიზიტის დროს რუსი მსახიობი შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, ბადრა გუნბას და სოხუმის ე.წ. მერს, ტიმურ აგრბას. შეხვედრის შემდეგ ბეზრუკოვმა და აგრბამ ქალაქის სანაპიროზე გაისეირნეს. ეს არ არის რუსი კულტურის წარმომადგენლების პირველი ვიზიტი ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში წელს. რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი ირინა მურავიოვა ივნისში ეწვია აფხაზეთს.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)