|
2026-07-07 19:17:34, 2657 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
„გაზპრომ ნეფტის“ საკუთრებაში არსებულმა რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ომსკში, რომელიც 6 ივლისს დრონებით თავდასხმის გამო შეწყვიტა ნედლი ნავთობის გადამუშავება, განუცხადა „როიტერს“ ინდუსტრიის ორმა წყარომ. მათი ინფორმაციით, წელიწადში 22 მილიონი ტონა სიმძლავრის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში AVT-10 ნედლი ნავთობის დისტილაციის ბლოკი დაზიანდა და ხანძარი გაუჩნდა. ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 38%-ს, ანუ დღეში 24,500 ტონას შეადგენდა. „როიტერი“-ს წყაროების ცნობით, ასევე დაიხურა AVT-11 ბლოკი, რომელიც დღეში 24,000 ტონა ნავთობის (ქარხნის სიმძლავრის 37%) და 3,400 ტონა გაზის კონდენსატის (ქარხნის სიმძლავრის 5%) გადამუშავებისთვისაა განკუთვნილი. სააგენტოს წყაროების ცნობით, AVT-11 ბლოკი არ დაზიანებულა, თუმცა დაზიანებულია ქარხნებს შორის კომუნიკაციები, რომლებიც მის მუშაობას უზრუნველყოფს. მათი შეფასებით, AVT-11 უახლოეს მომავალში შეძლებს ნავთობგადამუშავების განახლებას. სამშაბათის მდგომარეობით, ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც რუსეთში ნავთობგადამუშავების მთლიანი მოცულობის 8%-ს შეადგენს, სანქტ-პეტერბურგის სასაქონლო-ნედლეულის ბირჟაზე ბენზინისა და დიზელის საწვავის საბითუმო რაოდენობით გაყიდვა შეწყვიტა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)