|
2026-07-07 15:36:46, 3200 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე წარმატებული იერიშების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, 6 და 7 ივლისს ბრიანსკის ოლქში ორ სამხედრო ქარხანასა და ნავთობის ბაზაზე განხორციელდა თავდასხმა. ერთ-ერთი სამიზნე ქალაქ ბრიანსკში მდებარე მაღალი მნიშვნელობის მიკროელექტრონიკის საწარმო „კრემნიი ელ“-ი იყო, რომელიც რუსული სამხედრო მრეწველობისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს აწარმოებს. გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა ბრიანსკის ოლქის ქალაქ სელცოს ქიმიურ ქარხანაზეც, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები, დენთი და სარაკეტო საწვავის კომპონენტები მზადდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბელგოროდსა და მის შემოგარენზე უკრაინის სარაკეტო შეტევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. პარალელურად, ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ეს თავდასხმები უკრაინის თავდაცვის ძალების იმ ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც გაზაფხულიდან მოყოლებული რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებს მიზნად ისახავს. აღნიშნულმა დარტყმებმა რუსეთის რეგიონებსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე საწვავის სერიოზული დეფიციტი და შეზღუდვები უკვე გამოიწვია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს იერიშები არის სამართლიანი პასუხი რუსეთის ყოველდღიურ აგრესიაზე, რომლის მიზანიც მოსკოვისთვის ომის გაგრძელების რესურსების მაქსიმალური შეზღუდვაა. თავის მხრივ, ოფიციალური მოსკოვი ამ დარტყმებს „ტერორისტულს“ უწოდებს. ამ თავდასხმების საპასუხოდ, მხოლოდ ივლისის პირველ ექვს დღეში, რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით ორი მასირებული იერიში მიიტანა კიევზე, რასაც დიდი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)