|
2026-07-07 14:16:02, 2079 ნახვა
მსოფლიო
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
დამასკოში, სირიის ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა საველე ოპერაციების დროს ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, კომპეტენტურმა დანაყოფებმა დემონტაჟი დაიწყეს, რა დროსაც აფეთქება მოხდა. უსაფრთხოების ძალებმა აფეთქების ადგილის გარშემო უსაფრთხოების კორდონი შექმნეს, სპეციალიზებულმა დანაყოფებმა კი ტერიტორიის დათვალიერება და დაცვა დაიწყეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი მოწყობილობა პრიმიტიული მეთოდით იყო დამზადებული. პირველი, გზის პირას გაჩერებულ მანქანაში იყო განთავსებული, ხოლო მეორე – ნაგვის კონტეინერში. სამინისტროში აღნიშნეს, რომ თავდასხმის გარემოებების დასადგენად და მონაწილე პირების იდენტიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება. უწყებაში ადასტურებენ, რომ აფეთქების ადგილი საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციისთვის გამოყოფილი უსაფრთხოების პერიმეტრის გარეთ მდებარეობს და არ წარმოადგენდა პირდაპირ საფრთხეს რეზიდენციისთვის ან ოფიციალური ვიზიტის პროგრამისთვის, რომელიც დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გრძელდება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)