|
2026-07-07 13:45:13, 1893 ნახვა
საზოგადოება
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას და ქმნის შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც, პროფესიული განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა სურს. ამჯერად, თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის მიმართულებით ახალ სასწავლო პროგრამას Blockchain Technologies იწყებს. კურსი იმ პროფესიონალებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სიღრმისეული შესწავლა და მისი პრაქტიკული გამოყენების გაცნობა უნდა თანამედროვე ბიზნესში. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპებს, Smart Contract-ებს, უსაფრთხოების მექანიზმებს, ტოკენებსა და ციფრულ აქტივებს, ასევე ტექნოლოგიის გამოყენებას ბანკინგში, FinTech-ში, დაზღვევაში, უძრავი ქონებისა და სხვა ინდუსტრიებში. პროგრამა მოიცავს რეალური ბიზნესქეისების ანალიზს, რეგულაციებსა და ბლოკჩეინ პროექტების დაგეგმვის პრაქტიკულ ასპექტებს. პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბიზნესისა და IT სფეროს წარმომადგენლებისთვის, პროექტებისა და პროდუქტების მენეჯერებისთვის, რისკისა და Compliance-ის სპეციალისტებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ბლოკჩეინის შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოყენება სურს. „ბლოკჩეინი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც უკვე მნიშვნელოვნად ცვლის ფინანსურ და არაერთ სხვა ინდუსტრიას. IT აკადემიის მიზანია, მონაწილეებს მივცეთ არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ პრაქტიკული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინის გამოყენება რეალური ბიზნესპროცესების გასაუმჯობესებლად. ამასთან, Tether-თან თანამშრომლობა პროგრამას საერთაშორისო გამოცდილებასა და ინდუსტრიაში დაგროვებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ დამატებით ღირებულებას სძენს“- თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი. თიბისი IT აკადემიამ პროგრამა Tether-თან თანამშრომლობით მოამზადა. Tether მსოფლიოში ყველაზე დიდი სტეიბლქოინის USDT-ის გამომშვებია და კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. თუ გჯერა, რომ შენი მომავალი ტექნოლოგიებშია და გსურს კარიერის დაწყება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში 7-დან 19 ივლისის ჩათვლით დარეგისტრირდი IT აკადემიის პროგრამებზე.
სიკორსკიმ ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინის თავზე რუსული დრონები და რაკეტები ჩამოაგდონ
ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს
შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი უხელმძღვანელებს, საგამოძიებოს მერაბ გამყრელიძე
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)