|
2026-07-05 22:29:30, 3265 ნახვა
მსოფლიო
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რაც უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული ახალი ძალისხმევის ნაწილია, - განუცხადა კვირას აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Reuters-ს. ჩინოვნიკის ცნობით, ტრამპი სამიტზე სამშაბათს ჩავა და თავდაპირველად მასპინძელს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ასევე დაგეგმილია სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან საუბარი და თეთრი სახლის პრესკონფერენცია. ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება და კონფლიქტის დასრულების გზების პოვნაზე იქნება ორიენტირებული. „ბოლო ორი თვის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები აშკარად შეჩერდა და არცერთ მხარეს არ მიუღწევია მნიშვნელოვანი პროგრესი. პრეზიდენტი ნამდვილად საჭიროდ მიიჩნევს ამის შეჩერებას“, - თქვა ჩინოვნიკმა. გარდა ამისა, ტრამპი აპირებს ნატოს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდოს, დასძინა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)