|
2026-07-03 16:51:09, 3842 ნახვა
პოლიტიკა
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთს რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე აფრთხილებს და აცხადებს, რომ რუსეთის მიზანი NATO-ს წინააღმდეგობის უნარის შემოწმებაა. თავდასხმის ობიექტი შესაძლოა ინფრასტრუქტურა გახდეს, იერიშები შესაძლოა მიიტანონ დრონებით, რაკეტებით ან ქვეთების საზღვრის კვეთით. ვაშინგტონმა ვარშავა ამ შეთქმულების შესახებ უკვე რამდენჯერმე გააფრთხილა - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს. პოლონურ საინფორმაციო გამოცემა Onet-ს (რომელიც, The Telegraph-თან ერთად, Axel Springer-ის მფლობელობაშია და მისი გლობალური რეპორტიორების ქსელის ნაწილია). რუსული პროვოკაციის მიზანი დაძაბულობის ესკალაცია და დასავლელი მოკავშირეების იძულებაა, შეაჩერონ უკრაინის დახმარება. ეს გეგმა შესაძლოა უახლოეს თვეებში იქნას სისრულეში მოყვანილი. პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ უფრო ტრადიციულ თავდასხმასაც, როგორიცაა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსი ჯარისკაცების მცირე სახმელეთო შეჭრა. Onet-ის უსაფრთხოების წყაროების თანახმად, პროვოკაციის სცენარები შეიძლება მოიცავდეს დრონების თავდასხმას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე (მაგალითად, ელექტროსადგურებზე) ან სიმულაციურ საჰაერო იერიშებს, რაც პოლონეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების გააქტიურებას აიძულებს. პოლონეთის დაზვერვის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ყველაზე უკიდურეს სცენარში შესაძლოა ვიხილოთ „ჰიბრიდული თავდასხმა სასაზღვრო რეგიონში“. ამავე წყაროს თქმით, რუსი ან ბელარუსი ჯარისკაცების მონაწილეობით შეიარაღებული შეჭრაც კი დასაშვებია. ეს ყველაფერი რუსეთმა შესაძლოა წარმოაჩინოს, როგორც GPS-ის გაუმართაობის გამო პოლონეთის ტერიტორიაზე შემთხვევით გადასვლა, ან როგორც საეჭვო სამაშველო მისია დაზიანებული ვერტმფრენის გამოსახსნელად. „აშშ სისტემატურად აწვდის პოლონეთს ინფორმაციას რუსეთის ახალ-ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ტრადიციულ თავდასხმას გულისხმობს და ამ საფრთხისგან პოლონეთი ნამდვილად არ არის დაზღვეული“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა. მეორე წყარომ, რომელიც NATO-ს ალიანსში პოლონეთის ერთ-ერთი მოკავშირე ქვეყნის ელჩია, ასევე დაადასტურა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში პროვოკაციის მოწყობაა დაგეგმილი და ის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. ამავეს აცხადებს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მესამე წყაროც. ბალტიისპირეთის უსაფრთხოების მეოთხე წყარომ The Telegraph-ს დაუდასტურა, რომ მსგავსი გეგმები მოსკოვში მართლაც განიხილება. ამასთან, რუსეთმა შესაძლოა სცადოს, მომხდარ პროვოკაციაში მოგვიანებით უკრაინა დაადანაშაულოს. რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახმელეთო თავდასხმა შესაძლოა განხორციელდეს ან კალინინგრადიდან (რუსული ექსკლავი პოლონეთის ჩრდილოეთით, სადაც ბირთვული იარაღია განთავსებული), ან აღმოსავლეთიდან - ბელარუსის ტერიტორიიდან.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)