|
2026-07-03 16:29:41, 5609 ნახვა
საზოგადოება
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგებული PLUS ქულები „თეგეტა მოტორსში“ - 5 ივლისს მომხმარებელი განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობს. აქციის ფარგლებში „საქართველოს ბანკში“ დაგროვილი PLUS ქულების ღირებულება ორმაგდება და მომხმარებელს საშუალება ეძლევა, საავტომობილო პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს. აქცია მოქმედებს როგორც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ისე ონლაინ პლატფორმა Tegetashop.ge-ზე. PLUS შეთავაზება 5 ივლისს ასევე იმოქმედებს Tbilisi Mall-სა და East Point-ში განთავსებულ „თეგეტა მოტორსის“ სტენდებზე. ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „გაორმაგების დღე PLUS პროგრამის მომხმარებლებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებაა. ერთი დღის განმავლობაში, დაგროვილი ქულების ღირებულება ორმაგდება - ეს პრაქტიკულად ნიშნავს 50%-იან ფასდაკლებას საავტომობილო პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე. „თეგეტა მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანია, მომხმარებელს განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ და საავტომობილო პროდუქტების შეძენა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ. PLUS პროგრამა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ჩვენი ერთგული პარტნიორი ხდება, ვცდილობთ, ამ ურთიერთობის ღირებულება რეალურ, ხელშესახებ სარგებელში აისახოს. PLUS ქულების გაორმაგების დღეც ერთ-ერთი ასეთი მაგალითია“. ENERGIZER-ის სპეციალური შეთავაზება მხოლოდ 5 ივლისს ENERGIZER-ის აკუმულატორის შეძენისას, მომხმარებელი ორ შეთავაზებას შორის შეძლებს არჩევანის გაკეთებას - PLUS ქულებით გადახდისას მოქმედი ფასდაკლებით ისარგებლებს, ან აქციით „1 ამპერი = 2 ლარი". 5 ივლისს, 09:30-დან 18:00 საათამდე, PLUS ქულების გაორმაგების აქცია მოქმედებს თეგეტა მოტორსის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით — თბილისში, გორში, მარნეულში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, რუხში, ფოთსა და ბათუმში.
გარდა ამისა, შეთავაზებით სარგებლობა ასევე შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ სტენდებზე: East Point-სა (თვალჭრელიძის ქუჩა №2) და Tbilisi Mall-ში (დ. აღმაშენებლის ხეივანი, 213-ე კმ). -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)