|
2026-07-03 14:25:33, 2416 ნახვა
საზოგადოება
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
ბაზისბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქვეყანაში ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციური იდეების განვითარებას. ამჯერად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2026 გაიმართა. AgriHack 2026 მიზნად ისახავდა აგროსექტორში ინოვაციების განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც სოფლის მეურნეობის თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას უწყობს ხელს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილი 60 ახალგაზრდა ორი დღის განმავლობაში მუშაობდა აგროსექტორში არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე. ჰაკათონის ფარგლებში გუნდებმა შექმნეს პროტოტიპები. დემო დღეზე კი მონაწილეებმა ჟიურის წარუდგინეს საკუთარი ინოვაციური აგროტექნოლოგიური იდეები და პროტოტიპები, რის შემდეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ბაზისბანკის რჩეული გუნდი ფულადი პრიზით დაჯილდოვდა. ბაზისბანკი აქტიურად უჭერს მხარს საინტერესო ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში აგრო სექტორის მიმართულების განვითარებას ემსახურება და მომავალშიც ჩაერთვება მსგავსი პროექტების განხორციელბაში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)