|
2026-06-30 16:11:47, 2256 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თავდაცვის ბიუჯეტის დამატებით 15 მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად მთავრობამ რამდენიმე მსხვილი რეგიონული ავტომაგისტრალის პროექტი შეაჩერა ან განუსაზღვრელი ვადით გადადო. ასევე შემცირდა მწვანე ენერგეტიკის სახელმწიფო სუბსიდიები და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის გათვალისწინებული დაფინანსება. მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გარდა, ყველა სხვა უწყების, ჯანდაცვისა და განათლების გამოკლებით, კაპიტალური ხარჯები 1%-ით შემცირდება. ბრიტანული მედიის ცნობით, დამატებითი სახსრები მიმართული იქნება სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაზე. დაფინანსება მოხმარდება დრონების წარმოებას, ხელოვნური ინტელექტის სამხედრო სისტემებში ინტეგრაციასა და იტალიასთან და იაპონიასთან ერთად მომავლის გამანადგურებელი თვითმფრინავის (GCAP) პროგრამას. კირ სტარმერის განცხადებით, სამხედრო შეკვეთები ბრიტანულ საწარმოებში დაახლოებით 60 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. გადაწყვეტილების შედეგად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.7%-ს მიაღწევს. მთავრობის მიზანია, ეს მაჩვენებელი ნატოს მიერ განსაზღვრულ 3%-იან ნიშნულამდე გაიზარდოს. The Guardian-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი პრემიერისთვის გარკვეულწილად იძულებითიც იყო. მათივე თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯონ ჰილის ხმაურიანმა გადადგომამ, რომელიც არმიის „სავალალო მდგომარეობაზე“ საუბრობდა, მთავრობას სერიოზული დარტყმა მიაყენა და ამ გადაწყვეტილებით სტარმერმა შეძლო სამხედრო ელიტაში დაწყებული პროტესტის ჩახშობა. ამასთანავე, დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი ვაშინგტონის მზარდი წნეხის ფონზე, ლონდონს სურდა ეჩვენებინა, რომ იგი ნატოს წამყვან ევროპულ ძალად რჩება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)