|
2026-06-29 10:38:40, 999 ნახვა
მსოფლიო
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმდნენ, რომ შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმები და დოჰაში შეხვდნენ ერთმანეთს, რათა მოაგვარონ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული დავა, განუცხადა Axios-ს აშშ-ის მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, თავდაპირველად მხარეები 30 ივნისს შვეიცარიაში შეხვედრას გეგმავდნენ ირანის ბირთვული პროგრამის განხილვის დასაწყებად, მაგრამ კონფლიქტის ესკალაციის გამო, შეხვედრის ადგილი შეიცვალა და დღის წესრიგი სრუტის გარშემო არსებულ ვითარებაზე გადავიდა. ამავდროულად, Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონი და თეირანი გააგრძელებენ ტექნიკურ მოლაპარაკებებს ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტზე. „ორივე მხარე ამ ეტაპზე თავს შეიკავებს აქტიური ქმედებებისგან და გემებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილდნენ [ჰორმუზის სრუტეში]“, - განუცხადა სააგენტოს აშშ-ის მაღალჩინოსანმა. აშშ-მ და ირანმა ცეცხლი 26 ივნისს განაახლეს, მიუხედავად ომის დასრულების შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმისა. ამერიკულმა ძალებმა ირანის ტერიტორიას თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც ირანის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ტანკერი დაარტყეს. საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) რაკეტები და დრონები გამოიყენა ქუვეითსა და ბაჰრეინში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ. ამ ფონზე, ირანელმა ოფიციალურმა პირმა გამოაცხადა შეერთებულ შტატებთან კვირას, 28 ივნისს დაგეგმილი ტექნიკური მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულა და დაემუქრა, რომ ქვეყანამ „შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს“, თუ ამერიკული ძალები სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს განაახლებენ. „როგორც ჩანს, ისინი ვერასდროს ისწავლიან! შეიძლება დადგეს წერტილი, როდესაც ჩვენ აღარ შევძლებთ თავშეკავების გამოვლენას და იძულებულნი ვიქნებით სამხედრო გზით დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ და ძალიან წარმატებით. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს!“ - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე. 18 ივნისს შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის და ომის დასრულების მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. 21 ივნისს მხარეებმა პირველი ტექნიკური კონსულტაციები გამართეს კატარისა და პაკისტანის შუამავლობით გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)