|
2026-06-26 09:06:45, 3700 ნახვა
მსოფლიო
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
სანაოსნო კომპანია EMT Gemi İşletmeciliği AS, რომელიც 15 ივნისს ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ კავშირის გამო, იმ მრავალ თურქულ კომპანიას შორის ერთ-ერთი გახდა, რომელიც სანქცირებული რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გემების ფლოტს უზრუნველყოფდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული სადაზვერვო სამსახურების რუპორი, Intelligence Online ავრცელებს. იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და უკრაინის გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ არსებობს „კერძო თურქული ნაოსნობის ოპერატორების მთელი ეკოსისტემა, რომელიც მოსკოვისთვის მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს“. გამოცემა აღნიშნავს, რომ ანკარა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს, რაც ამ ოპერაციებისთვის იდეალურ სამართლებრივ საფუძველს ქმნის. შედეგად, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემების ოპერირების თურქული კომპანიები თურქეთის კანონმდებლობის დარღვევას არ სჩადიან. „სწორედ ამ სამართლებრივ ასიმეტრიას იყენებს ქსელი, სტამბოლს ახალ რუსულ ეკონომიკურ დედაქალაქად გარდაქმნის, სადაც კონტრაქტები იდება, მართვა გადაეცემა, სპეციალური დანიშნულების კომპანიები იქმნება და გემები სრულიად კანონიერი გზით იცვლება“, - ხაზს უსვამს Intelligence Online.
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)