|
2026-06-25 09:44:19, 3531 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რუმინეთის დეპუტატთა პალატამ (პარლამენტის ქვედა პალატა) მიიღო რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანების შესახებ კანონპროექტი, რომელიც თებერვალში ევროპარლამენტარმა დიანა შოშოაცამ წარადგინა. Gândul პორტალის ცნობით, ინიციატივა მიღებულ იქნა ე.წ. „ჩუმი მიღების“ პროცედურის გამოყენებით: რეგულაციების თანახმად, 45 დღის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე განუხილველი ან უარყოფილი პროექტები ავტომატურად დამტკიცებულად ითვლება. თუმცა, ქვედა პალატის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის - კანონპროექტი ახლა განსახილველად სენატს, რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატას, გადაეცემა. ორი ქვეყნის გაერთიანების იდეამ კიშინიოვში უმაღლეს დონეზე მხარდაჭერა მიიღო. 2026 წლის იანვარში მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ საკითხი რეფერენდუმზე გავიდოდა, რუმინეთთან გაერთიანებას მისცემდა ხმას. „მოლდოვას მსგავსი პატარა ქვეყნისთვის სულ უფრო რთული ხდება დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფოს სახით გადარჩენა და რუსეთთან დაპირისპირება“, - განმარტა მან. ამ ფონზე, კიშინიოვი მუდმივად მისდევს პოსტსაბჭოთა წარსულისგან გაწყვეტის და ევროკავშირთან დაახლოების კურსს. 2026 წლის აპრილში მოლდოვას პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონები, რომლებიც დენონსირებდა დსთ-ს შექმნის შეთანხმებას და თანამეგობრობის ქარტიას — გადაწყვეტილება მოტივირებული იყო რუსეთის მიერ ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპების დარღვევით. მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს შეიტანა, ხოლო 2024 წელს მოქალაქეთა უმრავლესობამ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა ევროინტეგრაციას. მაია სანდუ იმავე დროს მეორე ვადით აირჩიეს, ხოლო 2025 წლის სექტემბერში მისმა „მოქმედება და სოლიდარობა“ პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა შეინარჩუნა.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)