|
2026-06-24 16:07:30, 2357 ნახვა
სამართალი
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დოქტორ გიორგი ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: მას შეუძლია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება დადოს, თუ აღიარებს „ჩადენილ დანაშაულს... და გამოთქვამს სინანულს“ და მისცემს ჩვენებას. „ყველა ბრალდებულთან, რომლებმაც აღიარეს და გამოთქვეს სინანული დანაშაულის გამო, საპროცესო შეთანხმება დაიდო. რაც შეეხება ჩახუნაშვილს, მან არც დანაშაული აღიარა და არც სინანული გამოხატა და სწორედ ამიტომ სასამართლოს სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და არ ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელს. ამ საქმეში ალტერნატიული მექანიზმი შეიძლებოდა ყოფილიყო საპროცესო შეთანხმების დადება. ამავდროულად, შემიძლია თამამად ვთქვა: თუ ის გადაწყვეტს აღიაროს დანაშაული, რომელშიც მას ბრალი ედება და გამოთქვამს სინანულს, და თუ სააპელაციო საჩივარს შეიტანს, აღიარებს დანაშაულს სააპელაციო სასამართლოში, ჩვენ შეგვიძლია იმავე დღეს გავათავისუფლოთ“, - განაცხადა გვარაკიძემ. 19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებულ 7 პირს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას და ია დარახველიძეს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი არ აღიარეს და საპროცესო შეთანხმება არ გააფორმეს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)