|
2026-06-24 15:15:48, 1766 ნახვა
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებულ 4 პირის განაჩენი გამოაცხადა. მჭედლიშვილმა ოთხივე მათგანი დამნაშავედ ცნო. ნანა სანდერს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, აბო ნავერიანს - 5 წლით, ანტონ უპერსაც 5 წლით, თუმცა უპერი საქართველოში არ იმყოფება და მას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა, გამოცხადდება ძებნა, მარიამ მეყანწიშვილს კი 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მეყანწიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და თავისუფლებაზე იმყოფებოდა. ჯარიმა ამ თანხით დაიფარება. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს. ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აბო ნავერიანს და ანტონ უპერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)