|
2026-06-24 12:59:48, 2630 ნახვა
სამართალი
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ოჯახური დანაშაულის შედეგად, უმეტესად ქალები ზარალდებიან. „კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში, რაც სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა 62%-ის მიმართ. ამ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობა აქტიური პრევენციის გარეშე წარმოუდგენელია, წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, გაანალიზდა სასამართლოს პრაქტიკა და პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზე ვგეგმავთ საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო პრაქტიკაში არსებული ტენდენციების შეფასებას, ხარვეზების აღმოფხვრას, სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებას, სწორი და ერთგვაროვანი მიდგომების დანერგვას. 2025 წელს კვლავ აქტუალური იყო ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებოდნენ ოჯახური დანაშაულის საქმეებში, გაგრძელდა პროკურორთა სპეციალიზაცია, დაიწყო მუშაობა და მოქალაქისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი მალე გახდება საინფორმაციო ბროშურა ოჯახური დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებზე", - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)