|
2026-06-23 19:45:39, 4161 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე საუბრისას სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ 2025 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში დაკავებულებთან, ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად, პოლიციელების მიერ პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკავებისას ძალის გადამეტების და დაკავების შემდეგ ჩადენილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის რამდენიმე სავარაუდო ფაქტი გამოიკვეთა. - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ივანიშვილის პარლამენტში გამოსვლისას სახალხო დამცველმა თქვა, რომ გამოკითხულ დაკავებულთა დაახლოებით ნახევარი, მათ შორის, ქალები და არასრულწლოვნები, აღნიშნავდნენ, რომ დაკავების შემდეგ, იზოლატორში მოთავსებისას, მათ სრულად გაახდევინეს ტანსაცმელი და ბუქნების გაკეთება მოსთხოვეს. რამდენიმე პირმა აღნიშნა, რომ გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების მოთხოვნას ადგილი ჰქონდა პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებშიც. „ამგვარ პრაქტიკაზე მიუთითებდნენ, როგორც ბრალდებულები, ისე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება არ ითვალისწინებს პირის სხეულის სრულად გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის შესაძლებლობას. ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობას წარმოადგენს. საანგარიშო წელსაც, პრობლემური იყო უფლებების შესახებ დაკავებული პირების ინფორმირება. განსაკუთრებულ პრობლემად კვლავ რჩება აუდიო-ვიდეო ჩანაწერების წარმოება - პატრულ-ინსპექტორები/ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღებას იშვიათად მიმართავენ. მათ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ. არ არსებობს პოლიციის ავტომანქანაში დაკავებულის ყოფნისას, ასევე გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულება. პატრულ-ინსპექტორების გარდა, არცერთ შემთხვევაში არ არის გაწერილი ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები. „ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)