03:08 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 12:08:14, 751 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

საქართველომ და ტონგას სამეფომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით,  ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.

ტონგას სამეფოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან მუდმივმა წარმომადგენელმა მაჰე ული’ული სენდჰერსტ ტუპუნიუამ; საქართველოს მხრიდან კი - საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ.

ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა.

დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი წერილით ეცნობა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics