|
2026-06-21 10:19:51, 4668 ნახვა
პოლიტიკა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ქვეყანაში, სადაც ექიმების და საავადმყოფოების მფლობელების ჩათვლით, ყველა უცხოეთში დადის არათუ სამკურნალოდ, არამედ დიაგნოზის დასასმელადაც კი, როგორ შეიძლება გწყინდეს კითხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე და ციხის პირობებში მკურნალობის გეგმაზე - ელენე ხოშტარიას მანიპულაციები არაფერში სჭირდება,-ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გზავნილშია აღნიშნული, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს. ამაღლობელის თქმით, ციხეში, „ჩაკეტილ სივრცეში, უსამართლობის მიმართ მგრძნობელობა ისე მძაფრდება, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება სიცოცხლისთვის, უმნიშვნელო ხდება”. „იმედის“ საკონტაქტო არ მქონდა, ამიტომ ბათუმელები/ნეტგაზეთს გეტყვით. მიკერძოებაში არ ჩამითვლიან იმედია. ხუმრობა იქით იყოს და რაღაცნაირი კვირაა, დამძიმებული. ყოველ მომდევნო დღეს კიდევ უფრო სასტიკ რეალობაში შევყავართ. მოულოდნელი ხომ არაფერია თითქოს, აღარ უნდა ვღელავდე, მაგრამ არ გამოდის. ამ ახალი დაპატიმრებების, ძალადობის, გულგრილობის თუ ათასგვარი რეპრესიების ამბებს ვერ ვიღებ მშვიდად: როგორი მოსასმენია ელენეს [ხოშტარია] ხელჯოხით სიარული, ან ის, რომ ხელში კალმის დაჭერა უჭირს. კარგია ადვოკატებმა რომ გაამახვილეს ყურადღება ელენეს ჯანმრთელობაზე. აქ, ჩაკეტილ სივრცეში, უსამართლობის მიმართ მგრძნობელობა ისე მძაფრდება, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება სიცოცხლისთვის, უმნიშვნელო ხდება. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ქვეყანაში, სადაც ექიმების და საავადმყოფოების მფლობელების ჩათვლით, ყველა უცხოეთში დადის არათუ სამკურნალოდ, არამედ დიაგნოზის დასასმელადაც კი, როგორ შეიძლება გწყინდეს კითხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე და ციხის პირობებში მისი მკურნალობის გეგმაზე. თან ელენე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც არა თუ რაც სჭირდება, არამედ რაც ეკუთვნის იმასაც კი არ მოითხოვს აქ, ციხის პირობებში. მანიპულაციები არაფერში სჭირდება. მეც კი ვიცი, რომ ელენეც დაპატიმრებამდე ტკივილგამაყუჩებლებით იდგა ფეხზე. ციხეში რომ დამძიმდებოდა და გართულდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ყველაზე უკეთ რეჟიმმა იცის. ელენეს მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ, ის ხომ 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშაა. არ მგონია ელენეს ვინმესგან, თუნდაც ჩემგან სჭირდებოდეს რამე გამამხნევებელი გზავნილი, მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა, რომ მარტო არ არის - მისგან ერთი გადაძახების მანძილზეა ქალი, ანუ მე, რომელსაც მის მსგავსად სჯერა და მის მსგავსად ბოლომდე იბრძოლებს დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის“,- ნათქვამია ამაღლობელის წერილში.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)