|
2026-06-19 12:28:58, 2830 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
აპრილში საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს. უახლეს ანგარიშში ის ღიად გამოხატავს შეშფოთებას აქციების ძალადობრივად დარბევაზე გამოძიების გაჭიანურების და არაეფექტიანობის გამო და მიუთითებს, რომ მხოლოდ სახალხო დამცველმა ამ პერიოდში არასათანადო მოპყრობის 360 საჩივარი მიიღო. ის მწუხარებას გამოთქვამს, რომ მის მიერ გაცემული რეკომენდაციები ამ ანგარიშში კვლავ მეორდება, რადგან არაერთი წელია, არსებობს პრობლემები, რომლებიც ქართულ ოცნებას ამ დრომდე არ გამოუსწორებია. "შეზღუდული პროგრესი" - ამ კონტექსტში მოიხსენიებს ის ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ პოლიციელების მხრიდან გადაცდომების გამოძიებას. აქ იგულისხმება გურამ როგავას, ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად მაისაშვილის ცემის ფაქტზე 5 ძალოვანის დაკავება. "კომისარი ხაზს უსვამს იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ ყველა საჯარო შეკრება უნდა იყოს ადამიანის უფლებების სტანდარტების, კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების შესაბამისად გაკონტროლებული და რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ეფექტურად იქნას გამოძიებული. თუმცა, კომისარი აღნიშნავს, რომ გამოძიების კუთხით მხოლოდ შეზღუდული პროგრესია. მაშინ, როდესაც მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები წინ მიიწევს და რამდენიმე შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა. 2026 წლის 7 მაისს გენერალურმა პროკურორმა სპეცრაზმის 5 თანამშრომლის დაკავების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ჩართული იყო 3 პირის მიმართ არასათანადო მოპყრობაში 2024 წლის აპრილისა და ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს. კომმისარი აღნიშნავს, რომ ეს არის პირადი საჯაროდ ცნობილი შემთხვევა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს ბრალი წაუყენეს არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის, თუმცა ის აღნიშნავს, რომ 2024 წლის აპრილიდან 2025 წლის მარტამდე სახალხო დამცველმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით შეტყობინებები 360 პირისგან მიიღო, მათ შორის წამების და ასევე, ქალი მომიტინგეების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მუქარის შესახებ. კომისარი შეშფოთებულია ამ საქმეებში მნიშვნელოვანი შეფერხებების და უფრო ხელშესახები პროგრესის არარსებობის გამო". ამასთან, ანგარიშში ის ყურადღებას ამახვილებს აქციების დროს ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე. ის კიდევ ერთხელ ითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას. მაიკლ ო'ფლაერტი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს კრიტიკოსების, მათ შორის ოპოზიციისა და მედიის დევნა. მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტით 2026 წლის აპრილში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა არაერთ პოლიტიკოსს, მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მოქალაქეებს, სამოქალაქო აქტივისტებს.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)