|
2026-06-19 12:10:07, 3249 ნახვა
პოლიტიკა
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
ელენე ხოშტარიას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება - თავისუფლებაზე ყოფნის დროს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას, - ეს განცხადება ქალმა პოლიტიკოსებმა რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთეს, რითაც ამავე დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ „დროას“ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. ციხესთან მყოფმა ქალმა პოლიტიკოსებმა ერთობლივი განცხადებით აღნიშნეს, რომ ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნის პერიოდში მისი ქრონიკული დაავადებების მართვისათვის გადაუდებლად საჭირო სამედიცინო პროცედურები არ უტარდება. „დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი შვილის დედის, უკანონოდ დაპატიმრებული ელენე ხოშტარიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ელენე უკვე ათი თვეა იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში და, ამავდროულად, მას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვისთვის ელენე ხოშტარიასთვის 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სცილდება ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს. ამას გარდა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას არ უტარდება მისი ქრონიკული დაავადებების მართვისათვის გადაუდებლად საჭირო და სპეციალური სამედიცინო პროტოკოლებით გათვალისწინებული პროცედურები, რითაც მის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი ადგება. აღსანიშნავია, რომ თავისუფლებაზე ყოფნის დროს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. თავისუფლება ელენე ხოშტარიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“, -ნათქვამია განცხადებაში. ერთობლივ განცხადებას უერთდებიან ქალი პოლიტიკოსები: მარიკა არევაძე; თეონა ჭალიძე; დეა მეტრეველი; თინა ბოკუჩავა; თამი ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; ანა ნაცვლიშვილი; ნანა ტოხვაძე; ანა კობახიძე; ანი ქავთარაძე; სევდია უგრეხელიძე; ქეთი თურაზაშვილი; ეკა მიშველაძე; თეონა აქუბარდია; თამარ ყორღანაშვილი; მარი გელაშვილი; მაია კოპალეიშვილი; ნანა მალაშხია; თამარ ლალიაშვილი; რუსუდან თევზაძე; ეკატერინე მაისაია; თამთა ჯოლოხავა.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)