|
2026-06-16 14:13:20, 1899 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
„საქართველოს ბანკის“ ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელმა, დოდი მალაზონიამ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტექნოლოგიურ ფორუმში - NextGen Payments & RegTech Forum, რომელიც ესპანეთში გაიმართა. ღონისძიებაზე მან პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მიმოიხილა, თუ როგორ იცვლება თანამედროვე გადახდების სისტემები და რა ინოვაციებს ნერგავს საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით. ფორუმი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ფინანსური სექტორის ლიდერები გლობალურ ტენდენციებსა და მომავლის გამოწვევებზე მსჯელობენ. პანელური განხილვის ფარგლებში დოდი მალაზონიამ ხაზი გაუსვა რამდენიმე საკითხს, რომელიც როგორც გლობალურად, ისე საქართველოს ბაზრისთვის განსაკუთრებით აქტუალურია:
ამასთანავე, დოდი მალაზონიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ელექტრონული კომერცია და ციფრული გადახდები ძალიან სწრაფად ვითარდება. ადგილობრივი მომხმარებელი აქტიურად ითვისებს უკონტაქტო და მობილური გადახდების ტექნოლოგიებს, რაც ბანკებს შესაძლებლობას აძლევს, შესთავაზონ ბიზნესებს თანამედროვე და მოქნილი გადაწყვეტილებები. “ჩვენი მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად სწრაფად იზრდება ციფრული გადახდების გამოყენება და როგორ ქმნის ეს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის. მსგავსი საერთაშორისო ფორუმები კი არის კარგი სივრცე იმისათვის, რომ გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ამავდროულად, გავეცნოთ ტენდენციებს, რომლებიც გადახდების ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს“, — აცხადებს დოდი მალაზონია, საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)