|
2026-06-13 13:48:36, 4464 ნახვა
საზოგადოება
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. „2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის. გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა - გვყავს ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი, რამდენიმე კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ასევე, მივიღეთ განადგურებული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, თუმცა ამავე დროს, ეს დღე იყო გაერთიანების, ერთად დგომის სიმბოლოც. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდები, დიდები, პატარები, ყველა რეგიონიდან, ყველა ქალაქიდან ჩამოსული, რომლებიც შესაბამის სამსახურებს შიშველი ხელებით ეხმარებოდნენ და გვერდით ედგნენ ჩვენს დედაქალაქს. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმაც. დედაქალაქში, მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურებიდან, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 წელი გავიდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)