|
2026-06-13 12:04:15, 2341 ნახვა
პოლიტიკა
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
ლელო-ძლიერი საქართველო ნოდარ მელაძის მიერ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გამოქვეყნებას გამოეხმაურა. ისინი მოითხოვეს, დაისაჯონ და გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე, მათ შორის ხელმძღვანელი პირები. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ, მათი აზრით, ეს არის სისტემური დანაშაული. სავარაუდოდ, არსებობს ათასობით შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა ვერ შეძლეს ამ ყველაფრის მტკიცებულებების მოპოვება, ვიდეოს გადაღება. "ძლიერი საქართველო-ლელო კატეგორიულად მოითხოვს ყველა იმ პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას, რომელიც მონაწილეობდა გუშინ მედიით, ტვ პირველის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში, სადაც ფაქტობრივად, ჩანს ძალოვანი უწყების თანამშრომლები, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, რეალურად აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდა პირებს. მივმართავ მოქალაქეებს, რომლებსაც ხშირად აქვთ უნდობლობა იმ მოცემულობის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე. კი, საქართველოში ძალოვანი უწყებები, ივანიშვილის პირობებში, იქცა რეპრესიის, ძალოდიბის, დევნის და უკანონობის სისტემურ სივრცედ. უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შვილებს, თქვენს შვილებს აჩერებენ ქუჩაში, სცემენ, აწამებენ და უსწორდებიან მიყრუებულ სამშენებლო ადგილებზე, როგორც ჩვენ ეს ვნახეთ გორში, ჩაკეტილ საპოლიციო უწყებებში, პოლიციის შენობებში, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადი და საჯარო ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ახერხებს ამ ყველაფრის ვიდეოკამერით, ტელეფონით გადაღებას და გასაჯაროებას. არსებობს, სავარაუდოდ, ათასობით სხვა შემთხვევა, რომლის დროსაც ვერ შეძლეს საქართველოს მოქალაქეებმა ამ ყველაფრის მტკიცებულების მოპოვება. ცხადია, რომ საქართველოში რეპრესიული სისტემა ივანიშვილის პირობებში ყოველდღიურად ხდება უფრო და უფრო ძალდობრივი. უნდა დაისაჯოს ყველა პირი, მათ შორის, ხელმძღვანელი პირები, რომლებიც არიან თანამონაწილე ამ დანაშაულში. ერთი, რადგან მათ შექმნეს საპოლიციო სისტემაში დაუსჯელობის განცდა. მეორე, შეუძლებელია ვინმემ დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქე ან ჩვენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის ერთჯერადი. ეს ხდება ყველგან, ყოველდღიურად და უამრავ ისტორიას, რომელიც ვრცელდება საჯაროდ, სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიით, სამწუხაროდ, არ ახლავს მსგავსი მტკიცებულებები და საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს. სინამდვილეში, ეს არის სისტემური დანაშაული, რაც შექმნა ივანიშვილმა, მისმა დაუსჯელობამ თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, სამტრედიაში, რასაც მოყვა თვითმკვლელობის კასკადები, არ უნდა დაგვავიწყდეს დემურ სტურუა, თემურ აბზიანიძე, სხვები და სხვები, ვინც შეეწირნენ ამ ძალადობრივ სისტემას. ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე." - განაცხადა კუპრაძემ.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)