|
2026-06-12 11:05:54, 1468 ნახვა
პოლიტიკა
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
შსს-ს ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციას კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე - იანგ ჟუო ხელმძღვანელობდა. "დელეგაციასთან შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - გიორგი სახოკიამ და შალვა თადუმაძემ გამართეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობას, ასევე განხილულ იქნა არსებული კავშირების კიდევ უფრო გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის საპოლიციო განათლების მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ეწვია, სადაც მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, ასევე გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. დელეგაციის წევრებმა დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და არსებული ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს. ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და გამოხატა მზადყოფნა, აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა მხარეთა კომპეტენციებში შემავალ სფეროებში.", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)