11:48 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-12 10:40:17, 279 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ოფიციალურ ვიზიტს "ისტორიული" უწოდა. ეს განცხადება მან ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არამხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. მისივე თქმით, განიხილეს საქართველო-ყირგიზეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

"ჩემთვის დიდი პატივია, დღეს, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ვიმყოფებოდე ყირგიზეთის რესპუბლიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები, როგორც აღინიშნა, ეს არის უმაღლესი დონის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ვიზიტი არის ისტორიული.

იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენს გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ასევე შევეხეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხს. აღსანიშნავია, რომ ხელი მოეწერა ჩემი და ყირგიზეთის პრეზიდენტის, ერთობლივ განცხადებას, ორმხრივ დოკუმენტებს, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის სამომავლოდ.

მინდა, ჩვენს მეგობრებს მადლობა გადავუხადო უმაღლეს დონეზე გულთბილი მასპინძლობისთვის.

წელს ყირგიზეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს და მსურს, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ბატონო პრეზიდენტო, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ყირგიზ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.

აქვე ვისარგებლებ შემთხევვით და გამოვხატავ მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, უპირობო და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის.

არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. ამას აქვს ძალიან მყარი საფუძველი იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საქართველო- ყირგიზეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები.

ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობასე მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობის განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი", - თქვა მან. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RFE/RL: ბრიუსელში წყარო უნაყოფოდ აფასებს ვიზების საკითხზე საქართველოსთან დიალოგს
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics