23:55 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 22:56:59, 2497 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ირანს ამაღამ თავს აღარ დაესხმება. ამის შესახებ მან Truth Social-ზე დაწერა და განაცხადა, რომ გააუქმა ირანზე დღეს საღამოს დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები. 

იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონემდე იქნა აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები.

მოლაპარაკებების ფარგლებში განხილული საკითხები და საბოლოო პუნქტები, როგორც კონცეპტუალურად, ისე დეტალების დონეზე, დამტკიცებულია ყველა მონაწილე მხარის მიერ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების მიერ.

საზღვაო ბლოკადა სრულად დარჩება ძალაში ამ შეთანხმების გაფორმებამდე ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება", - დაწერა მან. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics