|
2026-06-10 17:44:43, 1786 ნახვა
პოლიტიკა
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული კულტურული გამოცდილებების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO-ს ინიციატივით შეიქმნა ვინილი “თაკარა” - ექსკლუზიური და ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც მხოლოდ 600 ეგზემპლარად გამოიცა და შესაძლებლობას აძლევს მსმენელს, სუხიშვილების ექსპერიმენტული სივრცის, თაკარას, უნიკალური ენერგია და ჟღერადობა საკუთარ სივრცეში გადაიტანოს. ვინილი აერთიანებს ილიკო სუხიშვილისა და მისი გუნდის კომპოზიციებს იმ სახით, რომლითაც ისინი თაკარას სცენაზე გაჟღერდა. ალბომი სტუდია Leno Records-ში ჩაიწერა. როგორც ილიკო სუხიშვილი აღნიშნავს, სცენაზე მუსიკა და მოძრაობა ერთმანეთისგან განუყოფელია, თაკარას შემთხვევაში მუსიკა ცეკვასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ბგერა-ბგერა იქმნება. სწორედ ამ პროცესის შედეგად იბადება ის განსაკუთრებული ენერგია, რიტმი და მუხტი, რომელიც წლების განმავლობაში თაკარას სცენის განუყოფელ ნაწილად იქცა. SOLO-ს ინიციატივით შექმნილი ვინილი „თაკარა“ ამ ენერგიის მატერიალური გამოხატულებაა. ფირფიტაზე შვიდი მუსიკალური ჩანაწერია თავმოყრილი - შვიდი განსხვავებული წარმოდგენიდან, რომლებმაც თაკარას სცენაზე საკუთარი ისტორია შექმნეს. ეს არის მუსიკალური კაფსულა, რომელიც სცენის ჯადოსნურ მომენტებს ინახავს და მსმენელს წარმოდგენის თანამონაწილედ აქცევს. ალბომში შესული კომპოზიციები ქართული კულტურის მრავალფეროვან ხასიათს წარმოაჩენს. მათ შორისაა „ქარაბშა“ - თავისუფალი, ლაღი და იმპროვიზაციული ენერგიით გამორჩეული დადგმის მუსიკა; „ჯარა“, რომელიც სვანურ მოტივებზეა დაფუძნებული და განსაკუთრებული სიზუსტითა და რიტმით გამოირჩევა; ასევე „კინტრიში“, რომელიც აჭარული ცეკვის მსუბუქ და ენერგიულ ბუნებას ასახავს. „თაკარა“ ლიმიტირებული ტირაჟით გამოიცემა. თითოეულ ვინილს საკუთარი სერიული ნომერი აქვს, რაც მას უნიკალურ საკოლექციო ნიმუშად აქცევს. ვინილის შეძენა SOLO ბუტიკში არის შესაძლებელი. საქართველოს ბანკი - სუხიშვილების გენერალური სპონსორი.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)